მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი ისრაელსა და პალესტინას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ბაიდენის მოწოდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელს და პალესტინელ „ბოევიკებს“ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც ბაიდენმა განაცხადა, აშშ ეგვიპტესთან და სხვა ქვეყნებთან ერთობლივად მუშაობს, რათა საბრძოლო მოქმედებები შეჩერდეს.

ჯერჯერობით ისრაელი ღაზას სექტორის დაბომბვას განაგრძობს. პალესტინელთა მხრიდან დაღუპულთა რაოდენობა 212-მდე გაიზარდა. ისრაელის მხრიდან 10 ადამიანია დაღუპული.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, აშშ-მა მესამედ დაბლოკა.

გაეროს ინფორმაციით, ავიაიერიშების შედეგად ღაზას ისედაც ღარიბ ინფრასტრუქტურას დიდი ზიანი მიადგა. იქ 40 სკოლა და ოთხი საავადმყოფო დაინგრა. რეგიონში საწვავის მარაგიც იწურება და იქ მცხოვრებ მოსახლეობას ჰუმანიტარული კრიზისი ემუქრება.

იხილეთ ასევე:

🔅 ისრაელმა იორდანიის მხრიდან გამოშვებული დრონი გაანადგურა