მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაქოს ინფორმაციით, სომხეთი კვლავ ტერტერის რაიონს ბომბავს

სომხურმა ჯარმა აზერბაიჯანის ტერტერის რაიონი დაბომბა

სომხური შეიარაღებული ძალები კვლავ აზერბაიჯანის ტერტერის რაიონს ბომბავენ, რომელიც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის საზღვარზე, ჩრდილოეთით მდებარეობს. ამის შესახებ გამოცემა Report.az იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, დღეს სომხური არმიის მიერ გაშვებული საარტილერიო ჭურვი სოფელ დუერლიში ტანსაცმლის მაღაზიას მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუოულები და დაჭრილები.