მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბჟანია: ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ მაინინგის პრობლემას ვერ ვაგვარებთ

ბჟანია მაინინგის შესახებ

მოსახლეობას ექმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მაინინგის პრობლემის მოგვარება არ შეგვიძლია. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. ინფორმაციას Apsadgil.infio ავრცელებს.  

ბჟანია გულრიფშის და ოჩამჩირის რაიონებში იმყოფებოდა, სადაც ბოლო დღეებში 300-მაინინგ-აპარატიანი და 1900 აპარატიანი „ფერმები“ აღმოაჩინეს.

„ჩვენ კატასტროფულად არ გვყოფნის ელექტროენერგია. საავადმყოფოებს დენი არა აქვთ, არ მუშაობს ლიფტები. ხანში შესული ხალხი იყინება. ამიტომ პროკურორი, მილიციის უფროსი და უშიშროების წარმომადგენლებიც იღებთ გაფრთხილებას. შემდეგ ჯერზე უკვე სამსახურიდან გათავისუფლდებით. მოიარეთ რაიონები და თუ „ფერმებს“ აღმოაჩენთ, მათ მეპატრონეებს დააშლევინეთ ისინი. წაიღონ ეს მოწყობილობები სადაც უნდათ იმ შემთხვევების გარდა, თუ აქვთ შესაბამისი ნებართვა. ძალზე ცუდი სიტუაცია შეიქმნა. მოსახლეობა უკვე ფიქრობს, რომ ჩვენ ამ პრობლემის მოგვარება არ შეგვიძლია“ - განაცხადა ბჟანიამ.

ბჟანიამ, ასევე, აღნიშნა, რომ უკანონო მაინინგის თემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს და ამავე არანაირი უკან დახევა არ მოხდება.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 მურატ ჯიოევმა თანათავმჯდომარესთან ეუთოს მხრიდან ჟენევის დისკუსიებისთვის მზადების საკითხი განიხილა