მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბჟანიამ „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან“ საქართველოსთან მრავალდონიანი ურთიერთობების პუნქტი ამოიღო

ბჟანიამ ამოიღო მრავალდონიანი ურთიერთობები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან“ საქართველოსთან მრავალდონიანი ურთიერთობების პუნქტი ამოღებულია. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

ეს დოკუმენტი ოკუპირებულ რეგიონში გასული წლის 4 დეკემბერს იყო მიღებული. „საქართველოსთან მრავალდონიანი ურთიერთობების აუცილებლობის“ პუნქტის გამო ბჟანია აფხაზურმა ოპოზიციამ გააკრიტიკა. ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ მისი გადადგომაც მოითხოვა. „არუაას“ წარმომადგენლებმა ბჟანია არათანმიმდევრულ და სუსტ პოლიტიკაში დაადანაშაულეს, რასაც, მათი აზრით, საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად სოხუმის წინააღმდეგ გამოიყენებს.

ასევე ოპოზიციამ საქართველოში ბჟანიას ყოფილი თანაშემწის, ბენურ კვირაიას ვიზიტი გააკრიტიკა, რომელიც საქართველოში „ბიზნეს კონტაქტების დასამყარებლად“ ჩავიდა და ქართველებსა და აფხაზებს შორის მეგობრული ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა.

იხილეთ ასევე:

🔅 ოკუპირებულ აფხაზეთში 1992-1993 წლებში კონფლიქტში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სამუშაოები ჩატარდება