მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბჟანიამ და პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, საქართველო-სომხეთში ტვირთების ტრანზიტის საკითხი განიხილეს

ასლან ბჟანიას პრესკონფერენცია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის გავლით საქართველოსა და სომხეთში ტვირთების ტრანზიტის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ბჟანიამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ბჟანია საქართველოსა და სომხეთში ტვირთების გატარების შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ამისთვის ყელსაყრელი პირობები უნდა შეიქმნას. „ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო“ - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინის და ასლან ბჟანიას შეხვედრა მოსკოვში 12 ნოემბერს გაიმართა.