მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის სომხებს მიმართა

ბჟანია სომხებს მიმართავს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ სომეხი ეროვნების პირებს მიმართა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი სომეხთა ხოცვის გამო მიუსამძიმრა. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.

„ამ ტრაგიკულ დღეს აფხაზეთის სომხურ დიასპორას და მთელ სომეხ ხალხს ვუსამძიმრებ. ჩვენ პატივს მივაგებთ მე-20 საუკუნის დასაწყისის სისხლიანი მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას. ამ მოვლენების შესახებ უნდა გვახსოვდეს და ის მომავალ თაობებს გადავცეთ, რათა ეს ტრაგედია არ განმეორდეს. მრავალმა სომეხმა, რომლებიც დარბევებისგან გარბოდნენ, აფხაზეთს შეაფარეს თავი, თქვენ მათი შთამომავლები ხართ და თქვენ საკუთრი წვლილი შეგაქვთ ძლიერი აფხაზური სახელმწიფოს მშენებლობაში და ხართ მისი ღირსეული მოქალაქეები“ - განაცხადა ბჟანიამ.

ბჟანიამ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ სომხებს და მთელ სომეხ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

ცნობისთვის, 24 აპრილი სომხეთში და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აღინიშნება, როგორც „სომხების გენოციდის დღე“. სხვადასხვა მონაცემებით, 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მლნ. სომეხი მოკლეს.