მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში სნაიპერებს დრონების განადგურებას ასწავლიან

სნაიპერები დრონების წინააღმდეგ

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო ნაწილის ბაზაზე სნაიპერებს უპილოტო საფრენი აპარატების განადგურებას ასწავლიან. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

დრონების როლს სპეციალური გასაბერი ბუშტები ასრულებდნენ. სროლა 300-700 მეტრის დისტანციაზე მიმდინარეობდა. წვრთნები ქარიან ამინდში გაიმართა, რათა მიზნების განადგურება მათი სიჩქარის და მოძრაობის მიმართულების მუდმივი ცვლილების გამო გართულებულიყო.

სამხედრო წვრთნებში 100-მდე სამხედრო მოსამსახურე და 30 ერთეული საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობდა.

ცნობისთვის, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვართან" ქართული უპილოტო საფრენი აპარატები სადაზვერვო ოპერაციებს ახორციელებენ.