მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში Sputnik V-ით აცრა დაიწყო

სპუტნიკით ვაქცინაცია დაიწყო ცხინვალში

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული წარმოების Sputnik V ვაქცინით აცრა დაიწყო. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, პირველი ვაქცინით ჟურნალისტი კოსტა კოშტე აიცრა.

საწყის ეტაპზე სამედიცინო სფეროს და განათლების მუშაკების აცრა მოხდება. აცრამდე ერთი დღით ადრე პაციენტების შემოწმება ხდება და ექიმები იღებენ გადაწყვეტილებას, შეიძლება თუ არა ამა თუ იმ პირისთვის ვაქცინაციის ჩატარება.

Sputnik V-ს პირველი პარტია ცხინვალში 30 აპრილს ჩაიტანეს.