მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერევნიდან 1 400-ზე მეტი ლტოლვილი ყარაბაღში დაბრუნდა

ლტოლვილები ყარაბაღში ბრუნდებიან

როგორც interfax იუწყება, ერევნიდან მთიან ყარაბაღში 1 400-ზე მეტი ლტოლვილი დაბრუნდა, რომლებიც რუსმა სამხედროებმა გააცილეს.

გამოცემის ცნობით, ერევნიდან დასაბრუნებლად 34-ზე მეტი ავტობუსი გავიდა, რომლითაც მოსახლეობა შინ დაბრუნდა. კოლონის გადაადგილებას თან ახლდა რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი და სამხედრო პოლიცია.

მთიანი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო მოქმედებების გასაკონტროლებლად განლაგებულია რუსეთის სამშვიდობო ძალები.

📌 ცნობისთვის, მიმდინარე წლის 10 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს სამმხრივ განცხადებას ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.