მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იწყება

ერგნეთის შეხვედრა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგით 99-ე შეხვედრა იწყება.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, მთავარი საკითხები უკანონო პატიმრების გათავისუფლება და ბოლო პერიოდში ქარელის რაიონში გააქტიურებული უკანონო ბორდერიზაცია იქნება.

„ვართ შეურიგებელი უკანონო ბორდერიზაციასთან და ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებასთან“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები ერგნეთში 5 მარტს განახლდა.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამ დროისთვის საქართველოს 3 მოქალაქე იმყოფება. ესენი არიან: ზაზა გახელაძე, გენადი ბესტაევი, ლაშა ხეთელური.