გალის რაიონის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონშიც ტყეში ხანძარია. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.
როგორც სააგენტოს ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა რომან ლაბიამ აცნობა, ხანძრის გავრცელების ზუსტი არეალი უცნობია. მისივე ინფორმაციით, გალის რაიონში, სადაც მანამდე ასევე ტყის ხანძარი მძვინვარებდა, ცეცხლის ყველა კერაა ლიკვიდირებული.
მისივე ინფორმაციით, ზოგიერთ ადგილას ხანძარი რთულად მისასვლელ ადგილას გაჩნდა და ცეცხლის ბოლომდე ჩაქრობა მხოლოდ წვიმას შეუძლია. ლაბიამ აღნიშნა, რომ ხანძარი ადამიანის დაუდევრობის გამო გაჩნდა.
იხილეთ აგრეთვე: