მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ღაზას სექტორში ისრაელმა „ჰამასის“ ლიდერთა სახლები და მიწისქვეშა გვირაბები გაანადგურა

ღაზას მორიგი დაბომბვა

ისრაელელმა სამხედროებმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ მეთაურთა 9 სახლზე და 15 კილომეტრის სიგრძის მიწისქვეშა გვირაბებზე ავიაიერიში განახორციელეს. ამის შესახებ timesofisrael.com იუწყება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. ასევე შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. იერიშმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი გაანადგურა.

ისრაელის მეთაურობის ინფორმაციით, შეტევაში 54 თვითმფრინავი მონაწილეობდა. მათ 110 ბომბი და რაკეტა გამოიყენეს.

აშშ-მა დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. თეთრი სახლი ისრაელსა და „ჰამასს" დეესკალაციისკენ უკვე მერამდენედ მოუწოდა.

შეგახსენებთ, ისრაელ-პალესტინის შეიარაღებული კონფლიქტი 10 მაისს განახლდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 „ებრაელი ხალხის ლინჩის წესით გასამართლებას არ დავუშვებთ“ - ნეთანიაჰუ

🔅 ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა - პალესტინური მხარე

🔅 ნეთანიაჰუ საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის