მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხურვალეთთან ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახორციელეს

უკანონო ბორდერიზაცია

სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხნულების გავლების სამუშაოები განაახლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობამ სოციალური ქსელით გაავრცელა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სააგენტო PIA.GE-სთან კომენტარში განმარტავენ, ადგილზე ოკუპანტებმა ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები განაახლეს, მომხდარის შესახებ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.

„ადგილი ჰქონდა უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს. ოკუპანტებმა განაახლეს ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები. ამ დროისთვის ადგილზე სამუშაოები აღარ მიმდინარეობს. მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას“, - აცხადებენ სუსში.