მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე ომი არ მსურს“ - ილჰამ ალიევი

ალიევი მშვიდობის შესახებ

„ჩვენ სტრატეგიული თვალსაზრისით მომავალში მშვიდობის პრიზმით ვიყურებით და მომავალში ომი არ გვსურს“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინფორმაციას azerbaycan24.com იუწყება.

ალიევმა, ასევე, განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ომს არ დაიწყებს, თუ სომხეთის მხრიდან რევანშისტული მცდელობები არ იქნება.

„თუ დავინახავთ, რომ სომხეთის მხრიდან ჩვენთვის საფრთხე არსებობს, მას აუცილებლად გავანადგურებთ“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთის ოკუპაციის ქვეშ ათწლეულების განმავლობაში მყოფი ქალაქების რეაბილიტაციაა დაწყებული.

„ჩვენ გვაქვს გეგმები ყარაბაღთან და აღმოსავლეთ ზანგეზურთან დაკავშირებით. დამტკიცდა ქალაქ აღდამის გენერალური გეგმა. უახლოეს მომავალში დამტკიცდება ჯებრაილის და ფიზულის აღდგენის გეგმები. ჩვენ შეგვიძლია ამ პროექტების განხორციელება სომხების მიერ დასახლებულ რაიონებშიც. ყარაბაღში ამჟამად 25 ათასამდე სომეხი ცხოვრობს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 1 წელი გავიდა. აზერბაიჯანულმა ფორმირებებმა ერთთვიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად ყარაბაღის გარშემო არსებული 6 რაიონი დაიკავეს, ასევე მათ ყარაბაღის ერთ-ერთი ცენტრალური ქალაქი შუშა აიღეს. საბრძოლო მოქმედებებს ორივე მხრიდან ათასობით ადამიანი შეეწირა.