მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო მთავრობის წევრებს მაინინგთან კავშირში ადანაშაულებენ

კრიპტოვალუტების მორიგი აკრალვა

ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტების მაინინგში რაიონული ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ამის შესახებ საუბარი იყო ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ თათბირზე. ინფორმაციას apsadgil.info ავრცელებს. 

რაიონების ხელმძღვანელების ინფორმაციით, კრიპტოვალუტის „ფერმების“ აკრძალვის მიუხედავად, ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე მაინინგი გრძელდება. ამაზე ის ფაქტი მიუთითებს, რომ ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად იზრდება, რასაც „ჩერნომორენერგოც“ ადასტურებს.

როგორც ე.ს. შს მინისტრმა დმიტრი დბარმა განაცხადა, ფერმების მუშაობის შეჩერება შეუძლებელია, რადგანაც ამ ბიზნესში „ზოგიერთი ჩინოვნიკი“ მონაწილეობს. ამაზე დე ფაქტო შს და უშიშროების სამსახური ამჟამად ინფორმაციას აგროვებს.

„ფერმების გამორთვა ხდება. მაგრამ ცოტა ხანში ისინი მუშაობას ანახლებენ. მცირე დონის ჯარიმები კრიპტოფერმერებს არ აშინებს. დიდი ფერმების გარდა, ბევრი ფერმა სასტუმროში და სახლებშიც გაიხსნა, ხოლო მათი ადგილსამყოფელის დადგენა ძალზე რთულია. აუცილებელია დანადგარების კონფისკაცია და ჯარიმების მნიშვნელოვანი გაზრდა“ - განაცხადა „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენელმა ზურაბ ბაღაფშმა.

ცნობისთვის, „ენგურჰესის“ დაგეგმილი რეაბილიტაციის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტი შეინიშნება. ამის გამო იქ კრიპტოფერმების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. კერძოდ, რეგიონში შესაბამისი დანადგარების შეტანა აიკრძალა. მიუხედავად ამისა, მაინინგი ფუნქციონირებას განაგრძობს.