მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში დედა-შვილი ზღვაში დაიხრჩვნენ

კიდე ორი ტურისტი დაიხრჩო აფხაზეთში

ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონში რუსი ტურისტი სანქტ-პეტერბურგიდან ტამარა მოლჩანოვა და მისი 9 წლის შვილი ზღვაში დაიხრჩვნენ. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

ზღვაში შტორმის გამო ქალს წყალში შესვლა სასტუმროს პერსონალმა კატეგორიულად აუკრძალა. ამის შემდეგ მოლჩანოვამ გადაწყვიტა მდინარე ბზიფში ებანავა. მდინარის დინებამ ქალი და მისი სამი შვილი ზღვაში წაიღო.

მაშველებმა ორი ბავშვის გადარჩენა მოახერხეს, მესამე კი უკვე გარდაცვლილი იპოვეს. რაც შეეხება ტამარა მოლჩანოვას, მისი ძებნის სამუშაოები გრძელდება. მაშველები ვარაუდობენ, რომ ისიც დაიხრჩო.