მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებაზე გადავიდნენ

ქალაქის ხედი

2020 წლის 15 ნოემბრიდან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლეობას ელექტროენერგიაზე გრაფიკი დაუწესეს. ინფორმაციას აფხაზური გამოცემები ავრცელებენ.

კერძოდ ყველა რაიონში დღეში სამჯერ, 2-2 საათით ელექტრომომარაგება შეუწყდებათ.

შეზღუდვის მიზეზად ელექტროენერგიის არალეგალურ მომხმარებას ასახელებენ, რის გამოც 3 მილიონი კილოვატ/საათის დეფიციტია, რომელსაც უკანონო მიერთებებს უკავშირებენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად 5-9% -ით იზრდება და არსებული სიმძლავრე არ ყოფნით მიმდინარე მოხმარებისთვის, ამას კრიპტოვალუტათა მწარმოებლების დახარჯული ელექტროენერგია ემატება.

ამავდროულად ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიის ქსელების გაუარესებამ კრიტიკულ მდგომარეობას მიაღწია.