მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობას გრიპის რუსული ვაქცინით ცრიან

აფხაზეთში რუსული წარმოების გრიპის ვაქცინა

ოკუპირებულ აფხაზეთში გრიპის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოყენება დაიწყო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოსახლეობის ვაქცინაცია დღეს, 7 დეკემბერს დაიწყო.

როგორც ცნობილია ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯზე შეძენილი გრიპის ვაქცინების 15 ათასი დოზა გადაეცა სოხუმს.

სამინისტროს ცნობით, საუბარია რუსული წარმოების წამლებზე „ულტრიქსი“ და „სოვიგრიპი“.

„თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებამ მიიღო ვაქცინა და უკვე აწვდის ინფორმაციას მოქალაქეებს, რომ მოვიდნენ და აიცრან.

ვაქცინა განკუთვნილია როგორც 6 თვის ბავშვებისთვის, აგრეთვე მოზრდილებისთვის.

ვაქცინაციიდან 7-14 დღის შემდეგ დაიწყება სტაბილური იმუნიტეტის განვითარება, რაც მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება ”, - აცხადებს ესმა გუნია, დე ფაქტო სამინისტროს სამედიცინო და პროფილაქტიკური დახმარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.