მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრებს რუსეთთან საზღვარზე პრობლემებს უქმნიან

აფხაზ დეპუტატებს რუსი მესაზღვრეები პრობლემებს უქმნიან

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ვალერი კვარჩია აცხადებს, რომ მდინარე ფსოუზე რუსეთის საზღვრის გადაკვეთისას მას პრობლემები შეექმნა. კვარჩია ამბობს, რომ რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა ის  ფაქტობრივად ორი საათით დააკავეს და დაკითხვა ჩაუტარეს. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" იუწყება. 

„დაკითხვა ძალზე არაკორექტულ საკითხებს ეხებოდა. მათ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის და პირადი ცხოვრების დეტალები აინტერესებდათ. ბოლოს კი ჩემი თითის ანაბეჭდები აიღეს“ - აცხადებს კვარჩია.

მისი თქმით, მსგავს ინციდენტებს ადგილი ჰქონდა სხვა აფხაზ პოლიტიკოსებთან დაკავშირებითაც. „ასეთი დამოკიდებულება აფხაზეთის და რუსეთის ფედერაციის მეგობრულ ურთიერთობებს არ შეეფერება. რუსი მესაზღვრეების მსგავსი ქმედებები ჩვენს სამოკავშირეო და სტრატეგიულ პარტნიორობას აზიანებს“ - აცხადებს ე.წ. პარლამენტის სპიკერი.

მან აღნიშნა, რომ რუსული მხარისგან განმარტებებს ელოდება და შესაბამის სამსახურებს უკვე მიმართა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 სოხუმი სალომე ზურაბიშვილს: „აფხაზეთის მოსახლეობა თქვენი ინიციატივებით გაოცებულია“

🔅 ბჟანია: საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაა აუცილებელი