მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ონკანის წყალი არ დალიოთ - სოხუმის მთავარი ექიმი

სასმელი წყალი სოხუმში

სოხუმის მთავარი სანიტარიული ექიმი ალა ბელიაევა მოსახლეობას და ტურისტებს ონკანიდან წყლის დალევას არ ურჩევს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

სანიტარიული ექიმის განცხადებით, წყალსადენის სისტემა მოძველებულია და დასალევად უმჯობესია ადუღებული წყლის გამოყენება. ასევე, ბელიაევა მდინარეებში დამსვენებლების ბანაობის პრობლემას ვერ ხედავს, მაგრამ მდინარეებიდან წყლის დალევას, ასევე, არ ურჩევს.

„ზღვის წყლის სანიტარიული მდგომარეობა სოხუმის აკვატორიაში დამაკმაყოფილებელია. მდინარე ბესლეტკას და მდინარე აძიაფშას შესართავში ბანაობა მიზანშეწონილი არ არის,“ - განაცხადა ბელიაევამ.

სოხუმის მთავარი სანიტარიული ექიმი აცხადებს, რომ უხარისხო წყალმა, შესაძლოა, კუჭის ინფექცია გამოიწვიოს, რაც საკმაოდ მძიმე ფორმაში შეიძლება გადაიზარდოს.