მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვმა გალის შეხვედრების განახლების იმედი გამოთქვა

რუსეთის საგარეო ჟენევის დისკუსიებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გალში მალე განახლდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრე რუდენკომ და ევროკავშირის თანათავმჯდომარემ ჟენევის დისკუსიებზე ტაივო კლაარმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს. 

შეხვედრას გაეროს და ეუთოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის საკითხი. მოსკოვი საქართველოს და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან „საზღვრის“ დელიმიტაციის დაჩქარების ინიციატივით გამოდის.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 52-ე რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება.