მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული ტანკები ყარაბაღში შევიდნენ (ვიდეო)

რუსული ტანკები მთიან ყარაბაღში

რუსეთის შეირაღებული ძალები, რომლებიც სამშვიდობო ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას, მთიან ყარაბაღში უკვე ჩავიდნენ. როგორც Armenpress იუწყება, ამ დროისთვის რეგიონში 15 რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩაფრინდა. მათ ყარაბაღში ცოცხალი ძალა და ჯავშანტექნიკა ჩაიყვანეს.

საერთო ჯამში მთიან ყარაბაღში 2 ათასამდე რუსი სამხედრო უნდა ჩავიდეს. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობას თურქეთი. მთიან ყარაბაღში თურქი მშვიდობისმყოფელების მოსალოდნელი ჩასვლის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სამშვიდობო ოპერაციაში თურქი სამხედროების მონაწილეობის შესახებ შეთანხმებაში არაფერი წერია.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა. მისი ინფორმაციით, რეგიონში რუსეთის და თურქეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.

მთიან ყარაბარში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა და 44 დღე მიმდინარეობდა.