მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ხელისუფლება ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ბიოტერორიზმის აქტებს ახორციელებს - ცხინვალი

ღორების ჭირი ცხინვალში

ცხინვალი საქართველოს ხელისუფლებას ლუგარის ლაბორატორიის მეშვეობით ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ბიოტერორიზმის აქტებში ადანაშაულებს. დე ფაქტო რეჟიმის ინფორმაციით. ე.წ. სამხრეთ ოსეთში ღორებში აფრიკული ჭირის ეპიდემია თბილისის ლუგარის ლაბორატორიას უკავშირდება. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უშიშროების კომიტეტში“ განაცხადეს.

ცხინვალის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეში ოკუპირებული რეგიონის სოფლებში აფრიკული ჭირისგან ღორების სიკვდილის შემთხვევები დაფიქსირდა. „ანალოგიური სიტუაცია 2016-2017 წლებში დაფიქსირდა, როდესაც აფრიკული ჭირისგან 1000-ზე მეტი ღორი დაიღუპა“ - აცხადებენ ცხინვალში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფის წარმომადგენელმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ 2007-2018 წლებში აფრიკული ჭირი ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რუსეთში, ევროპის და ჩინეთის ქვეყნებში სწორედ საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელდა.

2011 წელს თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის გახსნის შემდეგ რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ იქ ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს, ასევე ვირუსების სახიფათო შტამებს ქმნიან.