მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შერიგების შენება ახალგაზრდობასთან ერთად იწყება“ - დიეგო კალასი ოკუპირებულ აფხაზეთზე

საფრანგეთის ელჩი საქართველოში

საფრანგეთის ელჩი საქართველოში აფხაზებსა და ქართველებს შორის შერიგების პროცესის დასაწყისის ფორმულას განმარტავს. დიეგო კალასი ICA-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, აღნიშნავს, რომ ახალგაზრდების ჩართულობა და ზოგადად ხალხთაშორისი კონტაქტი შერიგების პროცესში უმნიშვნელოვანესი ასპექტებია. 

„ჩვენთვის, მშვიდობისა თუ შერიგების გამოცდილებაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა გამოცდილებამ, რომელიც გერმანიასთან ერთად გავიარეთ. ელისეის ხელშეკრულების შექმნა, 1963 წელს ელისეის ხელშეკრულების დადება და ფრანგულ-გერმანული ახალგაზრდული ორგანიზაციის შექმნა იყო ერთ-ერთო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ომის შემდეგ მოხდა საფრანგეთში. რატომ ? იმიტომ რომ შერიგების შენება ახალგაზრდობასთან ერთად იწყება “, - აცხადებს დიპლომატი.

როგორც საფრანგეთის ელჩი აღნიშნავს, ევროპაში შერიგების პროცესს ხელი შეუწყო ადამიანების თავისუფალმა გადაადგილებამ, სამოქალაქო საზოგადოებების ერთად მუშაობის ფორმამ და კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებამ.

საქართველოს შემთხვევაში, როდესაც შერიგების მზაობა ორივე მხარეს ექნება, საფრანგეთი და ევროკავშირი პროცესში მხარდაჭერისთვის მზად იქნება.

ამავდროულად, დიპლომატი აცხადებს, რომ საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოები, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებს საქართველოს, როგორც სამაგალითო ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.