მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმი ვაშინგტონს აკრიტიკებს

სოხუმი ვაშინგტონს აკრიტიკებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ უარყოფითად შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაცია, რომელიც თავის მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას არ ურჩევს, ვინაიდან იქ არსებობს მათ წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის და სამოქალაქო არეულობის საფრთხე. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს არ გაემგზავრონ ოკუპირებულ აფხაზეთში, რადგანაც იქ არის დანაშაულის ჩადენის რისკი, ასევე სამოქალაქო არეულობის და ნაღმების საფრთხე. ამასთანავე ჯერ კიდევ 2011 წელს ბრიტანულ-ამერიკულმა ორგანიზაცია THE HALO TRUST-მა განაცხადა, რომ არანაირი ნაღმები ჩვენთან არ არის. საინტერესოა რა ინფორმაციას ეყრდნობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი? ასევე, იქ წერია, რომ აშშ-ის სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს აფხაზეთში ჩასვლა ეკრძალებათ. სინამდვილეში კი ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენთან არაერთი ამერიკელი სახელმწიფო მოხელე იყო ჩამოსული. ისინი ჩვენი ქვეყნით და ჩვენთან წარმოებული დიალოგით კმაყოფილები დარჩნენ. ჩვენ დიალოგისთვის დღესაც გახსნილები ვართ და იმედს ვიქონიებთ, რომ მომავალში სურათი აფხაზეთის შესახებ შეიქმნება არსებული რეალობის და არა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე“, - დაწერა დაურ კოვემ ფეისბუკში.

რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში მრავალეროვნული წვრთნების Agile Spirit – 2021-ის ჩატარებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.