მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმში პუტინის მხარდამჭერთა აქცია აღარ გაიმართება

სოხუმში აქცია გადაიდო

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი აქცია, რომელიც 23 იანვარს სოხუმში უნდა გამართულიყო, აღარ ჩატარდება. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

გავრცელებული ინფორმაციით, აქცია „ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გადაიდო“. ამის შესახებ ინფორმაციას სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაცია ავრცელებს.

გადაწყვეტილება სოხუმში გამართულ შეხვედრაზე იყო მიღებული, რომელშიც სოხუმის მერი და აქციის ორგანიზატორები მონაწილეობდნენ.

„ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერის გამოსახატავად სოხუმში ძალზე ბევრი ადამიანი აპირებდა ჩამოსვლას. ამიტომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ნორმალიზებამდე აქცია გადაიდო“ - განაცხადეს სოხუმის მერიაში.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმში 23 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერთა აქცია გაიმართება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, აქციას „აფხაზეთის რუსული სათვისტომო“, „აფხაზეთის კაზაკთა რაზმი“, „საბრძოლო მოქმედებების კაზაკ ვეტერანთა გაერთიანება“ გამართავენ.

როგორც აქციის ორგანიზატორთა განცხადებაშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებულები არიან რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწოდებებით, რომელმაც მომხრეებს რუსეთში 23 იანვარს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

🛑 სტრასბურგის გადაწყვეტილება და დოკუმენტი შესაძლოა, მომავალში გახდეს ფუნდამენტური საყრდენი აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნების - ვეფხვია გულედანი

🛑 სოხუმის დე ფაქტო მთავრობა რუსეთისთვის „იაპონჩიკის“ მკვლელის გადაცემაზე უარს აცხადებს