მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთ–აზერბაიჯანს შორის კიბერ–ომიც გაჩაღდა

აზერბაინაული მხარის მიერ გატეხილი ელექტრო ქსელი

სომხეთ–აზერბაიჯანის აქტიური საომარი მოქმედებების ფონზე, აზერბაიჯანისა და სომხეთის სპეცსამსახურებს შორის, კიბერბრძოლაც გაჩაღდა. აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, მათ „სომხეთის ელექტრო ქსელები“ გათიშეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო haqqin.az წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, აზერბაიჯანელი კიბერსპეციალისტების მიერ „სომხეთის ელექტრო ქსელების“ გატეხილ საიტზე აიტვირთა ქვყენის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გამოსვლიდან ციტატები: „ყარაბაღი – აზერბაიჯანია!“ და „თუ სომეხ ჯარისკაცს არ უნდა სიკვდილი, მან უნდა დატოვოს აზერბაიჯანის ტერიტორია“.

მანამდე კიბერშეტევა სომხეთის პრემიერ–მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საიტზე განხორციელდა.

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის მახლობლად სამხედრო დაპირისპირება 12 ივლისს გამწვავდა, მხარეებმა ერთმანეთი „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულეს. თოვუზის რეგიონში ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება.