მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთი მდინარეს აბინძურებს, რომელიც აზერბაიჯანში მოედინება - ალიევი

ალიევი სომხეთის შესახებ

სომხეთი აბინძურებს მდინარე ოჩხუჩაის, რომელიც სომხეთიდან აზერბაიჯანში მოედინება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

ალიევი ამას ეკოლოგიურ დანაშაულს უწოდებს, რომელთანაც ზოგიერთი უცხოური კომპანიასაც აქვს კავშირი. სომხეთი უკანონოდ მოიპოვებდა ბუნებრივ რესურსებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათ შორის, იყო ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები და მინერალები. ჩვენ დავადგინეთ უცხოური კომპანიები, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. ისინი ჩვენი ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაციის გამო პასუხს აგებენ“, - განაცხადა ალიევმა,

მისი თქმით, სომხეთმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკოციდი ჩაიდინა, გაჩეხა 60 000 ჰექტარის ფართობის ტყე, ხოლო მდინარეები და მიწები დაბინძურებული და მოწამლული იყო სხვადასხვა მავნე მასალებით.

ალიევმა ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში გამართულ დისკუსიებზე განაცხადა.