მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: აზერბაიჯანელი სამხედროების ნაწილი უკან დაბრუნდა

სომხეთის სიუნიკის ოლქი

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელი სამხედროების ნაწილი, რომლებიც 12 მაისს სიუნიკის ოლქის ტერიტორიაზე გადმოვიდა, უკან, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაბრუნდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სიუნიკის ოლქში, სევ ლიჩის ტბის მახლობლად 1000-მდე აზერბაიჯანელი სამხედრო იმყოფება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ცნობისთვის, 12 მაისს 200 აზერბაიჯანელი სამხედრო სოფელ ვერიშენთან „საზღვრის დაზუსტების“ მიზნით სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა. ისინი ამ ტერიტორიაზე დღემდე რჩებიან. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანელებს მიმართა, რომ თუ ისინი ტერიტორიას არ დატოვებენ, საკითხი შეიძლება ძალისმიერი გზით მოგვარდეს.

პარალელურად ბაქოსა და ერევანში ორ ქვეყანას შორის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის აუცილებლობის შესახებ საუბარი დაიწყო.