მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარე: ამ წუთებში ბრძოლა გრძელდება

ამ წუთებში ბრძოლა გრძელდება

„ამ წუთებში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ბრძოლა გრძელდება“, - როგორც სომხური მედია იუწყება ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა 9 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამ დილით საბრძოლო მოქმედებები ახალი იმპულსით დაიწყო და ღამითაც გრძელდება. ჩვენი შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ბრძოლას აზერბაიჯანთან“, - აღნიშნა არწრუნ ჰოვანისიანმა.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა დღის განმავლობაში უამრავი დანაკარგი განიცადა.

ცნობისთვის, ფოტოს სომხური მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.