მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სუს-ი: სოფელ ყარაფილასთან ხორციელდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს უწყებაში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„აღნიშნული წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც არსებით საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების თაობაზე ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“.- აცხადებენ სუს-ში.