მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა ახვლედიანი: საგანგაშოა გალში კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქის დაკავება

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაკავება საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული საგანგაშო მოქმედებების გაგრძელებაა.

„ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტი წარმოადგენს იმ არალეგალური და საგანგაშო პროცესების გაგრძელებას, რასაც უკვე წლების განმავლობაში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის სახით.

ამგვარი ქმედებები კიდევ უფრო ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის და ზოგადად, ადგილზე შექმნილ მძიმე ვითარებას. ფაქტზე რეაგირების მიზნით ამოქმედებულ მექანიზმებთან ერთად, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს ირაკლი ბებუას უპირობო გათავისუფლება“, - აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

ინფორმაციისთვის, გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო დააკავეს.