მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალის რეგიონში ე.წ. მესაზღვრეებმა დეკემბერში „საზღვრის“ დარღვევისთვის 28 პირი დააკავეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაკავებულთა სტატისტიკა

ცხინვალის რეგიონში ე.წ. მესაზღვრეებმა გასული წლის დეკემბერში „საზღვრის“ დარღვევისთვის 28 პირი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. უშიშროების კომიტეტში აცნობეს. 

ამავე ინფორმაციის მიხედვით. ნოემბერში ე.წ. საზღვარი ასევე 28 პირმა დაარღვია.

„დაკავებულთა შორის 22 დაჯარიმდა, ორი სამხრეთ ოსეთიდან გაძევებულია, ხოლო ოთხის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა“ - განაცხადეს ე.წ. უშიშროების კომიტეტში.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ საქართველოსთან ყველა ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაკეტილია პუნქტ „ხელჩუას“ გარდა.

ასევე იხილეთ:

💢 რუსმა სამხედროებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში წვრთნები გამართეს

💢 ცხინვალში ჯაბიევის ნათესავების საპროტესტო აქცია გრძელდება