მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ სომეხმა ფაშისტებმა თავი წამოყეს, ამ თავებს მოვაძრობთ - ალიევი

ალიევი სომხეთზე

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ სომხურმა ფაშიზმმა თავი წამოყო, მას ამ თავებს მოვაძრობთ“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებიდან 1 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. ამის შესახებ Report.az იუწყება.

„ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა, პირველ რიგში, სომხეთისთვის. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, დღეს, ამ ხსოვნის დღეს. თუ ჩვენ სომხეთის ფაშიზმს ისევ დავინახავთ, მას სასტიკად დავამარცხებთ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე თავებს მოვაძრობთ, და ეს ყველას უნდა ახსოვდეს, რა შეუძლია ჩვენს რკინის მუშტს“, - განაცხადა ალიევმა.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. ის „ყარაბაღის მეორე ომის“ სახელით არის ცნობილი. შეტევის შედეგად აზერბაიჯანმა ყარაბაღის გარშემო სომხეთის ფორმირებების მიერ ოკუპირებული 6 რაიონი დაიბრუნა, ასევე კონტროლი დაამყარა ყარაბაღის ერთ-ერთ ცენტრალურ ქალაქ შუშაზე. ომის დასრულების შემდეგ მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალები განთავსდნენ. საბრძოლო მოქმედებების შედეგად ორივე მხრიდან ათასობით ჯარისკაცი დაიღუპა. მსხვერპლი იყო მშვიდობიან მოსახლეობაშიც.