მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ოქმს მთიან ყარაბაღში  ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის შექმნის შესახებ

შეთანხმება მთიან ყარაბარში ერთობლივი ცენტრის საფუძვლებსა და პრინციპებს განსაზღვრავს

თურქეთმა და რუსეთმა მთიან ყარაბაღში  ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის შექმნის შესახებ ხელი მოაწერეს ოქმს,- ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. 

ოქმი განსაზღვრავს ყარაბაღის გაერთიანებული ცენტრის საფუძვლებს და პრინციპებს.

„მიმდინარეობს მუშაობა თურქეთ-რუსეთის ერთობლივი ცენტრის მუშაობის რაც შეიძლება მალე დასაწყებად“, - აღნიშნა თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ.

ცნობისთვის, შეთანხმებას ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნის შესახებ 11 ნოემბერს მიაღწიეს თურქეთისა და რუსეთის თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა ჰულუსი აკარმა და სერგეი შოიგუმ.

ინფორმაციითვის, ნიკოლ ფაშინიანმა 10 ნოემბერს ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. 44-დღიანი კონფლიქტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, რომელსაც აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერებმა მოაწერეს ხელი.

1-ელ დეკემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ლაჩინის რაიონში შევიდნენ. აზერბაიჯანული მხარისთვის ლაჩინის რაიონის გადაცემა 10 ნოემბერს ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოხდა.