ოკუპირებულ ცხინვალში, უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე ე.წ. სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას არ გეგმავს. ამის შესახებ ზაზა გახელაძის ოჯახს სახაზინო ადვოკატმა შეატყობინა.
ირმა ბუთხუზის თქმით, არ იცის, მისმა მეუღლემ აღნიშნული გადაწყვეტილება რატომ მიიღო.
„ადვოკატი ამბობს, რომ ზაზას არ უნდა გასაჩივრება. ჩვენ გვქონდა სურვილი, თუმცა ეს ზაზას უნდა გაეკეთებინა. არ ვიცი, ასე რატომ გადაწყვიტა. ესაა ზაზას გადაწყვეტილება და ჩვენ მის წინ ვერ წავალთ“, – აღნიშნა ირმა ბუთხუზმა.
შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს დააკავეს.
საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აღნიშნა რომ ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე კონგრესსა და სენატში პოლიტიკურ ლიდერებს თავიანთი პოზიციები აქვთ.
მისი თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკების მოწოდებას არ მიიღებს და მათთვის საფიქრალია, როგორ გამოვიდნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს.
პარლამენტის 16 წევრის რიგგარეშე აცრის გამო ლიბანში სკანდალი მოხდა. ამის გამო მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის შეწყვეტით იმუქრება. ინფორმაციას nna-leb.gov.lb იუწყება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით გაიხსნა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“.
მეფუტკრეობის განვითარების საბჭოს რიგით მე-3 შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისთვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სამსუნგის წარმომადგენლობა ავრცელებს.
სამ თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან დაიწყებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 113 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვან ვახო სანაიას მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.