Pia Logo
სამხედრო

ანა შიმშილაშვილი ეკატერინე ტიკარაძეზე: რომელმა წინამდებარე მინისტრმა გადაიტანა ასე მოკლე დროში ამდენი რამ ქვეყანაში

ემიგრანტი ჯანდაცვის მინისტრის შესახებ
10:22 08.03

ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი ანა შიმშილაშვილი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის მიმართ გამოთქმულ უარყოფით შეფასებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

#არგრცხვენიათ? აი, ის ხალხი, ვინც აკრიტიკებს ტიკარაძეს და ნიშნისმოგებით საუბრობს გამყრელიძეზე! მაჩვენეთ ქვეყანა, რომელმაც იცოდა ან იცის რა გააკეთოს უკეთესად! მაჩვენეთ ქვეყანა – რომელმაც გააკეთა უკეთესად! ჯერ იყო და დასცინოდნენ, რა ტრანსპორტს რეცხავს და რა პირბადეო, რა სიცხეებს ზომავსო - ეს ხდებოდა მაშინ, როცა არც ერთი სხვა სახელმწიფო ამას არ აკეთებდა და ამიტომ გავრცელდა სხვაგან ძალიან! არა და ეს რომ არ ექნა - შტურმით აიღებდნენ სამინისტროს და ჯვარზე გააკრავდნენ. ახლა რატომ მეტი არ გააკეთაო! დედააა, გამყრელიძე რა საყვარელიაო! ახლა, ახია მაგაზეო! კაცი კიდევ გამოდის და გიღიმით, კითხვებზე გპასუხობთ! ხალხოოო? ხომ არ გაჟრიალებთ? თუ გაჟრიალებთ და წადით სიცხე გაიზომეთ და ტესტი გაიკეთეთ!

ყოჩაღ ტიკარაძე! რომელმა წინამდებარე მინისტრმა გადაიტანა ასე მოკლე დროში ამდენი რამ ქვეყანაში, სამი დღის დანიშნული იყო თვალების თხრის აქცია რომ ჩაიბარა და ავადმყოფები! ყველაფერს გაუძღვა! ახლა ეს ეპიდემია! ძირგამოღრღნილი ბიუჯეტით და კორუმპირებული სისტემით ჩაიბარა  სამინისტრო! შეებრძოლა და ებრძვის კორუპციას! ჟურნალისტებს გაურბისო! მინისტრი გინდათ თუ კამერებთან მოტრიალე და მოკეკლუცე ქალი.

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი ახლა ვნახე მგონი პირველად ეკრანებთან. თუ თავად გაწვეს საზღვარზე? ზოია კოსმოდემიანსკაიაა, ტანკს გადაეფაროს? და ჩვენ? ჩვენ რას ვაკეთებთ? ვიცინით! ვქირქილებთ! ვჭორაობთ! იტალიაში დავფრინავთ! ვბრუნდებით და “გვკიდია” საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა!

„პრიჩოსკაზე“ დავცინით ტიკარაძეს! ვისი რა საქმეა როგორ დაივარცხნის ეგ გოგო თმას! დავარცხნილი რომ გამოდის, არ გიკვირთ ჩვენს ხელში?? ამ გამყრელიძეზე რასაც ვკითხულობ ხომ საერთოდ, ბოროტებაა! კაცს ერთი შვილი დაღუპული ჰყავს, მეორეს ვირუსი შეეყარა! #არგრცხვენიათ? მე მრცხვენია! კორონა წავა, ეშველება, მაგრამ აი, ამ ტანში და ტვინში ჟრიალს რა ეშველება, რა? სადაა ჩვენი თვითშეგნება და თვითპასუხისმგებლობა?

სადაა ჩვენი კულტურა?

პ.ს. და გამოხედვაც არ უვარგაო ტიკარაძესო… გადამრევს ეს ხალხი, რა დროს გამოხედვაა! ჯანდაცვას რომ ეტაკეთ, (ეს ზოგადად), ჯანდაცვამდე განათლების სისტემაა, პირდაპირ ექიმად ვერავინ იბადება, ოჯახს და სკოლას გადის ჯერ ! და რას ვაძლევთ ოჯახში შვილს? სკოლაში ბავშვს?

ტიკარაძის მსგავსად არავინ გაულანძღავთ! (ჩვენი წინაპრები ანატირში (შატილი) აკლდამებში შედიოდნენ, თავად ცილდებოდნენ ავადმყოფები ჯანმრთელებს, თავს იმარხავდნენ!!!! ჩცენ “პერო იტალიანო”-თი დავფრინავთ და გვიხარია, ამ ჯადოსნური პეროთი კი ვავრცელებთ ავადმყოფობას… ფუუუუ!)- და ტიჯარაძეა ცუდი და ახია გამყრელიძეზე? ხო, მართლა, პირბადეები არ იშოვებაო, აქ კაკუნს, იყიდეთ სველი სალფეთქები, ამოალაგეთ სათითაოდ და გამოჭერით პირბადეებად! შესანიშნავი პირბადე კეთდება.

და ბოლოს: მადლობა სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებს, სასწრაფო დახმარების მუშაკებს, პოლიციას, მაშინ როცა ჩვენ აქ ვქირქილებთ, ისინი ვირუსთან პირდაპირ შეხებაში არიან და ჩვენი უპასუხისმგებლობით გამოწვეულ დაავადებებს ებრძვიან საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე!”, - წერს ანა შიმშილაშვილი.

უწმინდესი და უნეტარესი

კომენდანტის საათის გამო, დღეიდან ტაძრებშ...

"გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალ...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის მს...
20:35 04.04
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათში 4805-ით 124 632-მდე გაიზარდა, იმავე პ...
20:31 04.04
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გერმანიიდან ჩამოსულ პაცი...
20:18 04.04
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კონკრეტულად კი ფოთში, აბაშაში, მარტვილში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში,...
20:06 04.04
საქართველოს მიწვევა საერთაშორისო ონლაინ პანელზე, COVID-19-ის გავრ...
მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ს...
დავით ჩიხელიძე: პანდემია - ახალი გამოწვე...
"არსებულმა მდგომარეობამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩინეთი არის არასაიმედო პარტნიორი, რ...
17:59 04.04
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუ...
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. 4 აპრილის მონაცემები...
თელავის მუნიციპალიტეტში ავტომობილს ცეცხლ...
თელავის მუნიციპალიტეტში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა სოფელ კონდო...