მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში შესასვლელს მეორე ქვეითი ბრიგადა აკონტროლებს

ბათუმი საგუშაგო

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ბათუმის 3 ლოკაციაზე გადაადგილების, კონტროლისა და შეზღუდვის პუნქტები მოაწყო, სადაც საველე და სამედიცინო კარვებია გაშლილი.

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. სამხედრო მედპერსონალის მიერ ხორციელდება მოქალაქეებისთვის ტემპერატურის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენა. სამხედროები, ასევე მოქალაქეებს ახალი კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევენ და მათ ავტომობილებს სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების შემდეგ, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შვიდ ქალაქს აკონტროლებენ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 1 თვის ვადით 21 მარტს გამოცხადდა. 31 მარტის დილის 8 საათიდან მიდგომები გამკაცრდა და ქვეყანა პრაქტიკულად სრულ კარანტინზე გადავიდა. 21:00-დან 06:00 საათამდე ამოქმედდა კომენტანტის საათი. გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც.