სამხედრო

ეროვნული გვარდიის მეთაურად პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დაინიშნა

შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან
15:09 17.06
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას ახალი მეთაური ჰყავს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული გვარდიის მეთაურის რანგში პოლკოვნიკ რომან ჯოხაძესთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ- მაიორები გიორგი მათიაშვილი და ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ, ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე აქტივობებსა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ეროვნული გვარდიის მეთაურად დანიშვნამდე პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკებში საქართველოს თავდაცვის ატაშე იყო. მ

ას თავდაცვის ძალებში სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა, მათ შორის იყო გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, J2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში სამხედრო ექსპერტი. მუშაობდა ასევე, ეროვნულ გვარდიაში ჯერ ბატალიონის, შემდეგ კი საწვრთნელი ცენტრის მეთაურად. პოლკოვნიკ რომან ჯოხაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო მისიებში ერაყსა და ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო განათლების მიღების შემდეგ, რომან ჯოხაძემ განათლება სამხედრო მიმართულებით გააგრძელა. დამთავრებული აქვს საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემია, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი რუმინეთში, ნატოს თავდაცვის კოლეჯი იტალიაში და აშშ-ის ომის კოლეჯი.

აია სოფიას ტაძარი

ათა თურქის იდეების უარყოფა - თურქეთის სა...

თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს აია...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრი...
18:55
თელავი-შუამთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს საპირი...
18:55
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N4 კორპუსი...
18:50
„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებ...
17:38
სემეკმა მრიცხველების წაკითხვის დისტანციური წესი შეიმუშავა სემეკის ორგანიზებით ელექტროენერგიის ბაზრის წე...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით სემ...
ოზურგეთში ახალი ონლაინ პლატფორმის - „მობ...
ოზურგეთში, შალვა რადიანის სახელობის დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ახალი ონლაინ პ...
ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში გამოკ...
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხ...
თსუ-ში პეტრე მელიქიშვილის 170 წლის იუბილ...
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის და პირველი რექტო...