მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში აღმასრულებელ დონეზე ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

თავდაცვის სამინისტროსა და ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ.

უწყების ცნობით, მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

სამინისტროს თქმით, ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი შეხვედრა საქართველოს მდგრადობის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მსგავსი სახის პროგრამები ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მტკიცე თანამშრომლობას.