მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

ლიცეუმი

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2020-2021 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღებას აცხადებს. ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.

მოსწავლემ კადეტის სტატუსის მისაღებად, რამდენიმე საფეხური: რეგისტრაცია, მისაღები გამოცდები და სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. რეგისტრაცია მიმდინარეობს ლიცეუმში 2020 წლის 22 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოსწავლეები აბარებენ ზოგადი უნარებსა და მათემატიკის გამოცდებს.

გამოცდები ჩატარდება 7 და 8 ივლისს თბილისსა და ქუთაისში. აპლიკანტი თავად შეარჩევს მისთვის სასურველ საგამოცდო ადგილს.

მათემატიკის გამოცდა - 07.07.2020

ზოგადი უნარების გამოცდა - 08.07.2020

გამოცდების შედეგების მიხედვით შერჩეული მოსწავლეები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას სამხედრო ჰოსპიტალში.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2020-2021 სასწავლო წლისათვის გათვალისწინებულია 121 მოსწავლის მიღება.

დაინტერესებულ პირებს დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ლიცეუმის ვებ გვერდზე: cadet.mod.gov.ge.