სამხედრო

ნატო–საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები შეცვლილი ფორმით ჩატარდება

ნატოს გემები
21:37 07.04
დაკოპირებულია

ფოთის პორტში ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) 4 ხომალდი შევიდა: ფლაგმანი ITS VIRGINIO FASAN (იტალია), HMCS FREDERICTON (კანადა), ROS REGINA MARIA (რუმინეთი) და BGS VERNI (ბულგარეთი). დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებში კიშენაერთის მეხუთე ხომალდიც TCG SALIHREIS (თურქეთი) ჩაერთვება.

შენაერთის ვიზიტი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისმხარდაჭერის მორიგ დადასტურებას.

ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდები "ოჩამჩირე" [P23] და "დიოსკურია" [P25] და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.

წვრთნების მიზანია ნატო-სა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.

შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გაუქმებულია საჯარო და კულტურული ღონისძიებები.

შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში. ერთობლივი წვრთნები კი მოიცავს მხოლოდ ხომალდების მანევრებს ეკიპაჟების ურთიერთქმედების გარეშე. ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 10 აპრილს, ერთობლივი წვრთნების ჩატარების შემდეგ დატოვებენ. ეს მიმდინარე წელს შენაერთის პირველი ვიზიტია საქართველოში.

2019 წლის მანძილზე ნატოს ხომალდები საქართველოს პორტებს ორჯერ - აპრილსა და ოქტომბერში ესტუმრნენ.

ავტოიმპორტიორები

38 000 პირს ავტომობილის განბაჟების თანხა...

38 000 ჩვენს მოქალაქეს ჩვენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟების თანხა გადავ...
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოპოზიცია მოქალაქეებს პირდება იმას, რაც თვითონვე იციან...
19:57
„ოპოზიციის მცდელობა, დააკნინონ „ოცნების“ გუნდის მიღწევები, ან უკიდურეს შემთხვევაში მთავრობის ეფექტია...
19:24
სახელმწიფომ ტექნიკის შეძენაში ფერმერების დასახმარებლად 6 მილიონი ლარი გამოყო. რეგისტრაციის გამოცხადე...
19:07
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კეძოდ ახალსოფელში 1,32 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ახალი გზა დაიგო. სამუშაოე...
18:57
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას...
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ჯარის კაცების კვებასთან დაკავშრებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაცი...
კობახიძე „ენმ“-ს - თქვენი ხელისუფლებაში...
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ქვეყნის პრემიერ-მინისტრ...
ნათია თურნავა გორბის კვლევაზე: ეს არის ძ...
“ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ, როდესაც...
ლაშა დარსალიამ ნორვეგიის საგარეო საქმეთა...
2020 წლის 29 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალი...