მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოდესის პორტში ნატო-ს 5 გემი შევიდა

ნატოს-ს 5 გემი ოდესის პორტში შევიდა

ოდესის პორტში ნატო-ს საზღვაო ძალების 5 გემი შევიდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა „დუმსკაია“ იუწყება.

გამოცემის თანახმად, პორტში რუმინული, ბულგარული, თურქული და ესპანური ხომალდები შევიდა, რომლებიც ადგილზე 28 ივლისამდე დარჩება. ესპანური ხომალდისთვის აღნიშნულ პორტში ეს პირველი ვიზიტია.

გემები ოდესის პორტში ნატო-ს ხომალდებისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნებისთვის შევიდნენ, რომელიც 20 ივლისს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება.

სამხედრო წვრთნებში ჯამში ცხრა ქვეყნის დაახლოებით 2 000 სამხედრო პერსონალი, 20-ზე მეტი ხომალდი, თვითმფრინავი და ვერტმფრენი მონაწილეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტი წვრთნებში მონაწილე ნატო-ს ერთობლივი საზღვაო ძალების გემებსა და თვითმფრინავებს გააკონტროლებს.