სამხედრო

სამხედრო ექიმები კარანტინის ზონაში ყველა შემსვლელ და გამომსვლელს სამედიცინო შემოწმებას უტარებენ

სამხედრო ექიმები მარნეულში
13:22 28.03
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ექიმები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების მიერ სპეციალურად მოწყობილ ხუთ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ყველა შემსვლელ და გამომსვლელ პირს პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თითოეულ საგუშაგოზე ოთხი მედიკოსი და ერთი ექიმია მობილიზებული. ისინი სპეციალური ტანსაცმლითა და სამედიცინო აპარატურით არიან აღჭურვილები. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქე მედიკოსებს საველე სამედიცინო პუნქტში მოწყობილ იზოლაციის ზონაში გადაჰყავთ, სადაც პუნქტის ექიმის მიერ ხდება ტემპერატურის გადამოწმება, კონტაქტების მოძიება და სიმპტომების შესახებ ინფორმაციის დამუშავება. მაღალი ტემპერატურის დადასტურებისას უფროსი ექიმი ეპიდემიოლოგიურ ჯგუფსა და აღმოსავლეთ სარდლობის მართვის ცენტრს აწვდის ინფორმაციას, მოქალაქე კი მარნეულის ან თბილისის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური საინჟინრო ჯგუფის მიერ მიმდებარე ტერიტორია სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება.

თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის მიერ მუდმივად ხორციელდება ყველა საგუშაგოს მომარაგება მედიკამენტებით, სადეზინფექციო ხსნარითა და სამედიცინო ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით. საველე სამედიცინო პუნქტთან 24-საათიან რეჟიმში ამბულანსია მობილიზებული, რომელიც სამხედროების მიერ გადაუდებელი დახმარებისთვის გამოიყენება, როგორც პირადი შემადგენლობის, ასევე სამოქალაქო პირებისთვის.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირადი შემადგენლობა შსს-ს და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ტერიტორიას მკაცრად აკონტროლებს.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანრმთელდა, 2 ივნისი 2020 წ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 10-მა პა...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი განიკურნა. stopcov.ge-ს სტატისტი...
10:11
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, USAID-საქართველოს...
11 წუთის წინ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ ს...
21 წუთის წინ
აქ, Tbccredit.ge-ზე, ახლა სამომხმარებლო სესხის აღება უკვე დისტანციურად, რამდენიმე წუთშია შესაძლებელი...
30 წუთის წინ
2 ივნისს მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება, რომელიც კოალიცია "მტკვარ-არაქსის" ინიციატივით 1999 წელს დაარ...
31 წუთის წინ
ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები კოვიდინფიცირების 14 ათასზე მეტი ახალი შემთხვე...
ბრაზილიაში კოვიდინფიცირების ზრდის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. worldometers -ის მონაცემების თა...
47 წუთის წინ
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის შე...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტ...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ჩიხურ მდგომარე...
„ჩვენ ვმოქმედებთ 8 მარტის შეთანხმების შესაბამისად. ამ შეთანხმების საფუძველზე ავი...
საგანგებო სიტუაციების სამსახური განცხადე...
საგანგებო სიტუაციების სამსახური, ამაშუკელის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირ...