სამხედრო

სამხედრო მოსამსახურეებისთვის ახალი სტანდარტების ID ბარათები მზადდება

სამხედრო მოსამსახურეებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ID ბარათები მზადდება
13:15 ხუთ. 29 ოქტომბერი
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად, კიდევ ერთი პროექტის განხორციელება დაიწყო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„ყველაფერი საუკეთესო ჯარს“ ინიციატივის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ გაუმჯობესებული ID ბარათებით ისარგებლონ. ამერიკულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებული ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბარათების დამზადება უკვე დაწყებულია. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სიახლე და ახალი ბარათის უპირატესობები საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ყოლბაიამ გააცნო.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული, ახალი დიზაინის ID ბარათი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და წინა ბარათთან შედარებით უფრო დაცულია. ახალი ID ბარათები ჯარისკაცებსა და მათი ოჯახის წევრებს სხვადასხვა სექტორსა და დაწესებულებაში, შეღავათებითა და ფასდაკლებებით სარგებლობის საშუალებას მისცემს. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტრო განათლების, საბანკო, გამომცემლობის, სავაჭრო, სპორტის და სხვა სფეროებთან მჭიდროდ თანამშრომლობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და კერძო სექტორთან ერთად, სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაქსიმალურად შეღავათიანი პირობების შეთავაზებას ითვალისწინებს.

მთავრობის რეგულაციები

ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩ...

„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტ...
„ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა და შემდეგ ალი მაღლა ავიდა“, - აცხადებს ადგილობრივი. ამ დროისთვის ხან...
45 წუთის წინ
როგორც სატელევიზიო ეთერში ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საქართველოში დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკის გ...
20:17
მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ასევე, ეკონომიკას...
20:00
მისი თქმით, ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი როგორც შეზღუდვების, ისე კომპენსაციების და ანტიკრიზისული პაკ...
19:39
დიეგოს გლოვობს მსოფლიო

მსოფლიო მარადონას გლოვობს (ფოტოგალერია)

25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში საკუთარ სახლში გულის შე...
თბილისის მერიამ დენდროლოგიური პარკის პრო...
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოებ...
დუბაის და თელ-ავივს შორის პირველი რეგულა...
ავიარეისი კომპანია FlyDubai-მ შეასრულა. რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. ისრაელ...
ლარის ახალი კურსი
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.9466 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9424 ლ...