მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საწყის საბრძოლო მომზადებას რეკრუტების მორიგი ნაკადი იწყებს

საქართველოს თავდაცვის ძალებში ჩარიცხვა იწყება. პირველად ისტორიაში, ჩარიცხულეი მიიღებენ 500 ლარის ოდენობის ანაზღაურებას.

საქართველოს თავდაცვის ძალებში ჩარიცხვის მსურველთა რიცხვი იზრდება. დღეს საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე დარეგისტრირებული 250-მდე რეკრუტი მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გამოცხადდა. პირველად თავდაცვის ძალების ისტორიაში საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხული რეკრუტები ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობის ანაზღაურებას მიიღებენ და სამხედრო ცხოვრების საწყისი ეტაპის გავლას გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურულ პირობებში შეძლებენ. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო PIA.GE- ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდა აცნობეს.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირების, თერმოსკრინინგისა და შესაბამისი გამოკითხვის ჩატარების შემდეგ, რეკრუტები დღესვე საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მათ უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და კურსის წარმატებით დასრულება უსურვა.

ინსტრუქტაჟის მიღების შემდეგ, რეკრუტები ჯგუფებში გადანაწილდნენ. პირველ ეტაპზე მათ ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. სამთვიანი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების შემდეგ კი, რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდებიან.