მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ შვედი ექსპერტი დააჯილდოვა

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ  შვედი  ექსპერტი დააჯილდოვა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შვედ ექსპერტთან, ვიცე-პოლკოვნი ტომას გილმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივის, JTEC-ის საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენელს, მედალი „ღირსეული პარტნიორი“ გადასცა.

„ვიცე-პოლკოვნიკმა ტომას გილმანმა უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისათვის 2019 წლის ბოლოდან დღემდე გაწეული დახმარებისთვის მიიღო. შვედმა ექსპერტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა JTEC-ის ინიციატივის განვითარებაში. ღონისძიებას SNGP-სა და JTEC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შვედი ექსპერტი JTEC-ს წვრთნებისა და სწავლებების დაგეგმვაში დახმარებას უწევდა და ნატოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაბამის წარმომადგენლებთან თანამშრომლობდა. მნიშვნელოვანია ექსპერტების წვლილი JTEC-ის განვითარებასა და წარმატებაში.

2020 წელს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრსა (JTEC) და ნატოს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის ხელი მოეწერა პარტნიორობის შეთანხმებას. დოკუმენტი ხელს შეუწყობს JTEC–ის, როგორც NATO-სთან აფილირებული ერთ-ერთი სრულფასოვანი საწვრთნელი ცენტრის განვითარებას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.