სამხედრო

თავდაცვის ძალების ოფიცრებს უმაღლესი სამხედრო წოდებები მიენიჭათ

სამხედრო სავალდებულო სამსახური
14:19 30.04
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით თავდაცვის უწყების მაღალი რანგის ოფიცრებს უმაღლესი სამხედრო წოდებები მიენიჭათ. ოფიცრებისთვის უმაღლესი წოდების მინიჭება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის თანახმად მოხდა.

თავდაცვის ძალების დაარსების 29-ე წლისთავზე, განსაკუთრებული დამსახურების, ქართული ჯარის რეფორმირებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებს უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრები შეემატნენ.

დასავლეთის სარდალს პოლკოვნიკ ჯონი ტატუნაშვილს, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს პოლკოვნიკ ირაკლი ჭიჭინაძესა და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალს პოლკოვნიკ იოსებ ლოლაძეს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდებები მიენიჭათ. თავდაცვის ძალებში განსაკუთრებული დამსახურებისთვის გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს - გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ გიორგი მათიაშვილს.

ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ მშვიდობის აღდგენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა გენერალ-მაიორი გახდა. თავდაცვის უწყების რეფორმირებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, მინისტრის წარდგინებითა და პრეზიდენტის განკარგულებით, თავდაცვის გენერალ- მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიიღო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა.

ჯარიმა დაწესდება

საქართველოში ახალი ჯარიმები დაწესდება

ავტოტრასპორტის პარკირებასთან, მანქანის მიტოვებასთან დაკავშირებით ჯარიმები წესდებ...
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციამ პიარ სტრატეგიად აირჩია...
21:00 29.05
"თქვენი ყალბი პათოსი და ფარისევლობა ჩვენ ყველამ ვიხილეთ. თქვენი გამოსვლები განმსჭვალული იყო იმით, თუ...
20:27 29.05
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოპოზიცია მოქალაქეებს პირდება იმას, რაც თვითონვე იციან...
19:57 29.05
„ოპოზიციის მცდელობა, დააკნინონ „ოცნების“ გუნდის მიღწევები, ან უკიდურეს შემთხვევაში მთავრობის ეფექტია...
19:24 29.05
ფერმერ 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა...
სახელმწიფომ ტექნიკის შეძენაში ფერმერების დასახმარებლად 6 მილიონი ლარი გამოყო. რეგისტრაციის გამოცხადე...
ქართულმა მხარემ იტალიასთან პანდემიის მწვ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა...
ეუთო-ს საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპი...
2020 წლის 28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპ...
გოცირიძე "ოცნებას": 8 სიმართლე გესროლეთ...
"5 წუთის განმავლობაში 8 სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში. შემეცოდეთ და შუბლში...