მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის სამინისტროსთან საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშა დაეშვა

თავდაცვის სამინისტროში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშა დაეშვა

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში საქართველოს სახელმწიფო და თავდაცვის ძალების დროშები დაუშვეს,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

 

საქართველოს დროშა დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, სამხედრო სკოლის იუნკრები და მოხალისეები შეეწირნენ.

ინფორმაციისთვის, 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.

დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.

დამოუკიდებლობის დასაცავად საქართველოს მოქალაქეების ბრძოლა ხუთი კვირა მიმდინარეობდა.

25 თებერვალს დაწყებული საბჭოთა ოკუპაცია 70 წელს გაგრძელდა.