Pia Logo
სამხედრო

თავდაცვის უწყების სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ

თავდაცვის სამინისტროს შენობა
14:16 18.03

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. 

ინფორმაციას თავდაცვის უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები და იუნკერები ელექტრონული პლატფორმით - Ilias სარგებლობენ.

"აღნიშნულ რესურსზე სასწავლო მასალა - ელექტრონული წიგნები, საკითხავი მასალა და პრეზენტაციები იტვირთება. ლექციების დისტანციურად ჩატარებისას ეთა-ში, ასევე, გამოიყენება zoom-ის ვიდეოკონფერენციების აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებშია აპრობირებული. ონლაინ სწავლების სრულყოფილად და სტანდარტების შესაბამისად გაგრძელების მიზნით, პროფესორ-მასწავლებლებს გავლილი აქვთ ტრენინგები, ხოლო იუნკერებს, რომლებიც აკადემიაში ჩარიცხვის დღიდან უზრუნველყოფილნი არიან ნოუთბუქებით, შეუფერხებლად მიეწოდებათ ინტერნეტი. სასწავლო აკადემიური პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმშიც. დისტანციური სწავლებისათვის ლიცეუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული მეთოდით სარგებლობს. სასწავლო პროცესის მართვა „Miscrosoft Office 365"-ის Teams აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი", - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროგრამა ინტერაქციული ხასიათის გაკვეთილების ჩატარების, დავალებების მიცემის, კითხვის დასმისა და მოსწავლეთა დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობას იძლევა.

კორონავირუსის ინფექცია, 2020 5

საქართველოში COVID -19-ით ინფიცირებული მ...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შე...
18:04 07.04
"ეკონომიკის სამინისტრომ ძალიან ოპერატიულად იმუშავა და მინდა მადლობა გადავუხადო მყისიერი ღონისძიებები...
22:38 07.04
კოვიდინფექციის კერად დასახელებულ უჰანში, რომელიც 76 დღის განმავლობაში გარესამყაროს მოწყვეტილი იყო, ჩ...
22:38 07.04
ფოთის პორტში ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) 4 ხომალდი შევიდა: ფლაგმანი ITS VIRGI...
21:37 07.04
უფასო დახმარება IT საკითხებში საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის პერიოდში - IT კომპანია „სინტაქ...
21:33 07.04
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი პროდუქტზე ფასების შენარჩუნების პირობით 16-ზე...
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, პირველადი ს...
18:41 07.04
საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში რეგიო...
სამხრეთ კავკასიაში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა ვითარება...
18:39 07.04
ცერცვაძე: ავადმყოფების მცირე რაოდენობა ს...
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კოვი...
18:20 07.04
თენგიზ ცერცვაძე: ექიმები ვიღებთ პასუხისმ...
"უნდა შესრულდეს ყველა რეკომენდაცია, მაგრამ მინდა საქართველოს ყველა მოქალაქემ იცო...